26 დეკემბერს რუსეთის არმიამ დაარტყა უკრაინის ქალაქ ნიკოპოლის ცენტრალურ ბაწარს; წინასწარი ინფორმაციით რვა ადამიანი დაშავდა.
როგორც სამაშველო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებიან, რომ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მნიშვნელოვნად დაზიანდა სავაჭრო ნაგებობები. უკრაინსკაია პრავდა იმოწმებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის ნათქვამს, რომ სამი დაშავებული, 39, 63 და 64 წლის ქალები “მძიმე", მდგომარეობაში არიან, დანარჩენები საშუალო სიმძიმის დაშავება მიიღეს.
მოგვიანებით ლისაკმა დააზუსტა, რომ ერთი დაშავებული ქალი "კრიტიკულ მდგომარეობაშია". სამი პირი “მძიმედაა.”
რუსეთმა „მასიური“ თავდასხმები მოაწყო უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ქრისტესშობის დღეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ იერიშს უწოდა კრემლის ჯარების „არაადამიანური“ თავდასხმა, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი დატოვა სიცივეში გათბობის გარეშე და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია კიევში.