შალვა კეკელია დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ – გარდაცვილი ჟურნალისტის შვილი

2 days ago 3

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშილის შვილი მია გოგელაშვილი აცხადებს, რომ დეკანოზი შავლა კეკელია დედამისის დაღუპვასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს და მის ამბავს „თავის საკეთილდღეოდ იყენებს“, რათა „ქართული ოცნება“ დაიცვას.

კერძოდ, შალვა კეკელია ერთ-ერთი ქადაგებისას ამბობს, რომ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისას ანა მამულაშვილს თავში ჩაარტყეს, რამაც ჟურნალისტს სიმსივნე განუვითარა და დაიღუპა.

თუმცა შალვა კეკელიას მონაყოლს გამოგონილი ისტორიას უწოდებს.

„სიტყვები აღარ მყოფნის როგორ გადმოვცე ის ბრაზი,რომელიც მაწუხებს. დედაჩემი ანა მამულაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა სიმსივნით(კონკრეტულად მელანომით,რაც კანის სიმსივმეს გულისხმობს). ამ ამბის შესახებ არც თუ ისე ცოტა ადამიანმა იცის. არ ვიცი როგორ მოხდა,რომ ამ ინფორმაციამ ამდენი ხნის მანძილზე ჩემამდე ვერ მოაღწია, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე,რომ ეს არადაამიანი, ვითომ „მამაო“ დგას და დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ. ამბობს, რომ თურმე იმედის დარბევის დროს,როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს „თურმე“ სიმსივნე განუვითარდა თავში.

ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს… არსებობს ვიდეო,სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით აბრმავებს თავის მრევლს .ეს ,,მამაო” არის „ამა შალვა“ (ბრჭყალების გარეშე უბრალიდ არ შემიძლია ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება). როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას ,რა ნამუსით. არ გაპატიებ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას. კარგად დაიმახსოვრე არ გაპატიებ. კარგად მოგეხსენებათ,რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბევრი ამბავი მახსოვს ბოლოდროინდელი მისი, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას. შალვა,მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი, ჩემს გარდა სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ხოდა მე გაძლევ პირობას,რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ.

სრულად წაკითხვა