16
გორში, შინდისის გმირების მემორიალთან ჩასული მთავრობის მეთაური ირწმუნებოდა, რომ თუკი იტყვის, რომ რუსეთი მტერია, მაშინ ომი დაიწყება.
კითხვა – არის თუ არა რუსეთი მტერი?
კობახიძის პასუხი:
ეს თქვენი სამარცხვინო შეკითხვები, სასაცილოები ხართ. რატომ არის სამარცხვინო გეტყვით, თქვენ ძალიან მარტივად გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, იგივე თუნდაც რუსულ მედიაში იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო. თქვენ რომ გესმოდეთ, ეს არის ისეთი პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო – ზუსტად ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს და 2008 წლამდე. კარგად უნდა გესმოდეთ ეს და თუ გაიგებთ, ასეთ სამარცხვინო შეკითხვებს აღარ დასვამთ.
თავიდან გაგიმეორეოთ? თქვენ ვერ გაიაზრებთ. სამარცხვინოა ეს კითხვა, ვიცი რომ ვერ იგებთ, გაგების პრობლემა გაქვთ.
ამასთან, კობახიძის თანახმად, რუსეთმა ოკუპაცია განახორციელა, რითაც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
“ოცნების” ლიდერმა წინა შემთხვევის მსგავსად, მოიშველია ევროსაბჭოს რეზოლუცია და თქვა, რომ კონფლიქტი ომში ქართული მხრიდან ცხინვალის გაუფრთხილებელმა დაბომბვამ გადაზარდა.
საერთაშიროსო alia.ge