საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ანზორ მექვაბიშვილს ყაზანის რუბინიდან სარფიანი წინადადება მიუვიდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა რუსული კლუბი უარით გაისტუმრა.
გასაგები მიზეზების გამო მექვაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას ქართულ საზოგადოებაში დიდი მოწონება მოჰყვა, მოგვიანებით კი ანზორმა La Gazzetta Georgia-სთან თავისი არჩევანი ასე განმარტა:
დიახ, რუსული გუნდიდან შემოთავაზებასა და სოლიდურ ანაზღაურებაზე უარი ვთვქი. ევროპული ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია და მითუმეტეს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი ხალხისთვის ამ ნაბიჯს ვერ დაგავდგამდი. მინდა ჩმი მომავალი საფეხბურთო კარიერა ევროპას დავუკავშირო.
- თქვა მექვაბიშვილმა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.