WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოში მცხოვრები, პოპულარული რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის ავტორი ნიკოლაი ლევშიცი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს.

ბლოგერს ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელება.

მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი პოსტის ან განცხადების გამო აღიძრა მის წინააღმდეგ საქმე.

ლევშიცის დაუსწრებლად დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვის ნაგატინსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო და ის ძალაში იქნება „მისი ექსტრადიციიდან ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებიდან ორი თვის განმავლობაში“.

ივლისში ლევშიცი რუსეთმა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა, მანამდე კი „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადა.

ლევშიცი წარსულში რუს ოპოზიციონერებთან თანამშრომლობდა. საქართველოში კი 2019 წელს ჩამოვიდა - მას შემდეგ, რაც მის სახლში ბიზნესმენ მიხეილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა.

14 აგვისტოს მოსკოვმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა საქართველოში, კერძოდ, ბათუმში მოქმედი რუსეთის მოქალაქეების დიასპორული გაერთიანება - „რუსები ბათუმში“.