რუსეთის ომსკის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძარი გაჩნდა დიდ თავდაცვის ქარხანაში – “Омсктрансмаш”. გუბერნატორის, ვიტალი ხოცენკოს განცხადებით, რემონტის დროს ცეცხლი ერთ-ერთ სახელოსნოს სახურავს გაუჩნდა.

რეგიონის ხელმძღვანელმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, მან თქვა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. თავად ქარხანაში აცხადებენ, რომ სახურავს ცეცხლი გაუჩნდა და “ინციდენტს არანაირი გავლენა არ ჰქონია” წარმოების პროცესზე, იუწყება ომსკის საინფორმაციო არხი Om1.ru.

“Омсктрансмаш” არის “ურალვაგონზავოდის” ნაწილი და თავდაცვის უწყების ბრძანებებსაც ასრულებს, კერძოდ, კომპანია აწარმოებს ტანკებსა და ცეცხლსასროლ სისტემა “Солнцепёк”-ს.