რუსთაველი გამზირზე აქცია განახლდა - დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს კანონის გამკაცრების მიუხედავად

10 hours ago 3

დღეს საღამოს, 17 ოქტომბერს, უწყვეტი დემონსტრაციების დაწყებიდან 322-ე საღამოს, რუსთაველის გამზირი პარლამენტის წინ მორიგ ჯერზე გადაიკეტა.

დემონსტრანტებმა გამზირი გადაკეტეს გუშინ ამოქმედებული ახალი შეზღუდვების მიუხედავად.

მათ ნაწილს სახე დაფარული აქვს. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია.

აქცია დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა „აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს“, „არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებდა, რომ „მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“.

ჯერჯერობით აქციაზე პოლიციელები არ ჩანან.

სრულად წაკითხვა