2
სამშობლოსთვის გულანთებულები, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა ამისთვის? – ასე მიმართა რეჟიმის ტყვემ, რეზო კიკნაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს და უთხრა რომ რასაც პროკურატურა ედავება მხოლოდ “ცირკია”.
6 წლის ასაკში ვიყავი ბოლოს ცირკში და არ ვიცოდი 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა – ამბობს რეჟიმის პატიმარი.
კიკნაძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ არანაირ ძალადობაში არ მიუღია მონაწილეობა და მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობის დაკმაყოფილება სთხოვა.
არ ვფიქრობ რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ – აქეთ ვარ გამოკეტილი, მაგრამ რადგან მშობლები ნერვიულობენ – განაცხადა რეჟიმის ტყვემ.
მიმალვის საფრთხეო და ამ აქციებზე ყოველდღე დავდიოდი და ნიღაბი კი არა პირბადეც არ მკეთებია, სახესაც არ ვფარავდი. რას უნდა დავემალო? მინდა ყველამ იცოდეს, შესაძლებლობა რომ მქონდეს ჩემს კლონებს დავამზადებდი და ხალხს ვეტყოდი რომ მე ვარ.
ჯგუფური ძალადობა და რას ნიშნავს ამ კონკრეტულ ბრალდებაში? არანაირ ძალადობაში არ მიმიღია მონაწილეობა.
ეს პატრიოტი ადამიანები პირველად სასამართლოში ვნახე – 50 დაჭერილიდან მიმოწერა არ მაქვს არასდროს, ზარიც კი, სურათიც კი არ მაქვს რომელიმესთან, ერთ წამიანი ვიდეოც არ არსებობს, თავად მოიძიეთ.
რა მტკიცებულებაა ამაში საერთოდ?…
არ ვფიქრობ რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ – აქეთ ვარ გამოკეტილი, მაგრამ რადგან მშობლები ნერვიულობენ, 2 ათას ლარს გადავიხდიდი.
ასევე სხვადასხვა ადგილებში მისვლა-არმისვლასთან დაკავშირებით, ერთადეთ აკრძალვას არ მივიღებდი, რუსთაველის გამზირზე მისვლას, დანარჩენი, შეგიძლიათ ამიკრძალოთ და შეგიძლიათ თბილისის დატოვებაც ამიკრძალოთ, არ წავალ არსად.
რისთვის ვისჯებით? – სამშობლოსთვის გულანთებულები ქვეყნის სიყვარულისთვის? რუსეთი რომ არ გვინდა, პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ ვპასუხობთ, ამისთვის ვისჯებით? 6 წლის ასაკში ვიყავი ბოლოს ცირკში და არ ვიცოდი 27 წლის ასაკში თუ ვიქნებოდი”,- განაცხადა რეზო კიკნაძემ.
ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიუტანა 50 კაციანი ხელმოწერა – რეზო კიკნაძეს თავდებში თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მისი მეგობრები უდგებიან და პირობას დებენ, კიკნაძე დაბარების შემთვევაში გამოცხადდება, რგოროც სასამართლოში, ისე ნებისმიერ საგამოძიებო უწყებაში.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.