რუსთაველის მეტროსთან, ადმინისტრაციულად დაკავებულ ახალგაზრდებს ამ დრომდე ეძებენ

4 hours ago 2

რუსთაველის მეტროსთან დაკავებულ ახალგაზრდებს, 18 წლის ოთარ კვარაცხელიას და 23 წლის რატი ტყემალაძეს მეგობრები და ადვოკატი ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ არ აწვდის ზუსტ ინფორმაციას, რომელ იზოლატორში არიან გადაყვანილები.

პერიოდულად, ვრცელდება ინფორმაცია მათი კონკრეტულ იზოლატორში გადაყვანის შესახებ, თუმცა ადგილზე მისულ ადვოკატს დაკავებულები იქ არ ხდება.

კვარაცხელია და ტყემალაძე 2 საათზე მეტი ხნის წინ, საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.

როგორც მათი მეგობარი, მარიამ ძიძარია ჰყვება, მათ მოულოდნელად დაესხნენ თავს ნიღბიანი პირები. უცნობეს არ ეცვათ პოლიციის ფორმა, არ წარუდგენიათ თავი, არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, უბრალოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ახალგაზრდები მანქანაში და წაიყვანეს.

მარიამ ძიძარია ჰყვება, რომ როცა მან და მათმა კიდევე ერთმა მეგობარმა გადაღება დაიწყეს, უცნობი პირებმა ერთმანეთს მოუწოდეს, “დროზე მოეგვარებინათ ყველაფერი”, შემდეგ კი გოგონებს დაემუქრნენ, რომ არ უნდოდათ მათთან ერთად მანქანაში ჩაჯდომა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათი დაკავება დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაადასტურა. უწყების ცნობით, კვარაცხელია და ტყემალაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და 174-ე პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლებით დააკავეს.

სრულად წაკითხვა