WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

განათლების სამინისტროს ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.

კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის N47 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი:

  • 09:00 საათზე დაიწყება I-VI კლასების მოსწავლეებისთვის;
  • 12:00 საათზე დაიწყება VII-X კლასების მოსწავლეებისთვის;
  • დისტანციურად დაიწყება XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი:

  • 10:00 საათზე დაიწყება V-IX კლასების მოსწავლეებისთვის;
  • 14:00 საათზე დაიწყება I-IV კლასების მოსწავლეებისთვის;
  • დისტანციურად დაიწყება X-XII კლასების მოსწავლეებისთვის.

განათლების სამინისტროს განცხადებით, ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.

„ჩვენ ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლიერი ვართ, რომ საზოგადოება გაგებით ეკიდება ამ პროცესს. რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება სასწავლო პროცესი, ხოლო დანარჩენი კლასები ორივე სკოლაში შესაბამისი შემუშავებული გრაფიკით, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს წინასწარ გააცნობს, უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკური დასწრება და სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება“, — განაცხადა გივი მიქანაძემ.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება ნოემბრის ბოლოს არის დაანონსებული.