საფეხბურთო კლუბ რუსთავს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ჩვენს გუნდს გიორგი ცეცაძე გაწვრთნის.
გიორგი ცეცაძე სხვადასხვა წლებში წარმატებულად მუშაობდა საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებების მთავარ მწვრთნელად. (U19,U21)
ცეცაძე საფეხბურთო კლუბ სამტრედიასთან ერთად საქართველოს ჩემპიონი, მოგვიანებით კი სუპერთასის მფლობელი გახდა.
იგი 2015 და 2016 წლებში საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.