რუსი თეოლოგი ანდრეი კურაევი საქართველოში არ შემოუშვეს – გოჩა ბარნოვი

3 hours ago 2

თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ ცნობილი თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.

ბარნოვის თქმით, ანდრეი კურაევს საქართველოშის საჯარო ლექცია უნდა წაეკითხა.

„მიზეზი არ განუმარტავთ, რაც უთხრეს არის ის, რომ მას სამი წლით ეკრძალება საქართველოში შემოსვლა. ის ერთი კვირით ჩამოდიოდა საქართველოში კერძო ვიზიტით, საკუთარი სურვილით. გვთხოვა საჯარო ლექციის წაკითხვის შესაძლებლობა თუ ექნებოდა, რაზეც დავთანხმდით. თემა თავად შემოგვთავაზა „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლო ისტორია: ასი წელიწადი ავტოკეფალურ განხეთქილებაში(1460-1560წ)“. ყველა მიხვდებით თუ ვის გააღიზიანებდა ეს თემა. შედეგად, ცნობილ თეოლოგს სამი წლით საქართველოში შემოსვლა აუკრძალეს.

ძალიან ცუდია, რაც დღეს საქართველოში ხდება. მაგრამ, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ქართველი ხალხი რუსეთის მონობას არ შეეგუება. საქართველო არის ევროპა“ – წერს გოჩა ბარნოვი Facebook-ზე.

ანდრეი კურაევის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

სრულად წაკითხვა