რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც მსახიობი და ტელეწამყვანი აღნიშნავს, არავის აქვს უფლება მისი გადაწყვეტილებები შეაფასოს ან რაიმე სახის მითითება მისცეს, რადგან ის თავად გადაწყვეტს რა არის სწორი და არასწორი.
„ნურავინ ნურავის ნურასდროს ნუ მიუთითებთ რა აკეთოს, რისთვის აკეთოს, რატო ან როგორ აკეთოს! ნუ ხართ სხვის საქმეში ვითომ ჩახედულები. არ ხართ და ვერც ვერასდროს იქნებით! ძალიან მარტივია, მართლა ძალიან უმარტივესია დაახვიოთ ჩემი სოცქსელებიდან რამე თუ არ მოგწონთ! ნუ მთხოვთ იმის კეთებას, რაც არ მინდა! ნუ მთხოვთ ვარეკლამო ან ვაშეარო ის, რაც არ მინდა! ნუ მთხოვთ იმაზე საუბარს, რაზეც არ მინდა! ნუ მთხოვთ იქ დგომას ან ჯდომას, სადაც არ მინდა! მაინც ყოველთვის იმას გავაკეთებ, რაც მე მინდა! ნურავინ გაბედავს რამე მიმითითოს ან რჩევა მომცეს, არ მაინტერესებს! პატივი ეცით საკუთარ თავებს!
ყოველთვის გავაპროტესტებ იმას, რასაც მე ჩავთვლი რომ არასწორია,“ – წერს რუსკა მაყაშვილი.
წყარო: fortuna.ge