„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ქართული მიწების ოკუპაციას და ამ პოლიტიკის ერთგულნი დავრჩებით მანამ, სანამ რუსი ოკუპანტი საქართველოს არ დატოვებს“, - წერია განცხადებაში.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს ომის შედეგებზე:
„რუსულმა სამყარომ“ საქართველოს მიწაზე მოიტანა სიკვდილი, ნგრევა, უკანონობა და სიღარიბე - ისევე, როგორც ყველგან მსოფლიოში, სადაც კი მან ფეხი მოიკიდა. საქართველოს რეგიონები, რომლებსაც წარმატებული განვითარების პერსპექტივა ჰქონდათ, რუსმა აგრესორმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა გადააქციეს დეპრესიულ ზონად, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა“.
რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების - სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი და 220-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·