რეალ მადრიდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა საუდის არაბეთის წარმომადგენელ ალ ჰილალთან გამართა და დაძაბულ მატჩში ფრეს – 1:1 – დასჯერდა.
მომდევნო მატჩს "ბლანკოსი" 22 ივნისს მექსიკური "პაჩუკას" წინააღმდეგ ჩაატარებს, თუმცა ამ შეხვედრაში მადრიდელებს ერთ-ერთი ლიდერი, კილიან მბაპე არ ეყოლებათ.
როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ფრანგ ვარსკვლავს მწვავე გასტროენტერიტი (კუჭ-ნაწლავის ანთება) დაუდგინდა და ის უკვე მოთავსებულია საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობისა და კვლევებისთვის.
კლუბი აცხადებს, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.
მბაპეს არყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისია კარლო ანჩელოტისთვის, მით უფრო, რომ რეალს ტურნირზე დასაკარგი ქულები აღარ აქვს, თუ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას სურს.