15
ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილმა დანაშაულმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც საქართველოში „დიფ სთეითის“ აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს დამოუკიდებლად დგამდნენ. რეალურად, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიფ სთეითის“ მთავარი ხელწერა — საერთაშორისო დონეზე ქვეყნის დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნის შიგნით კი, საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთისთვის გადაკიდება. შედეგად მივიღეთ „დიფ სთეითისთვის“ სასურველი, ჩვენთვის კი ტრაგიკული მოცემულობა: ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელებისა და მოქალაქეების დაღუპვა, 30 ათასამდე იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი დასახლებები, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ერებს შორის გაღვივებული შუღლი.
მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ დავალებით მოხდა, ისევე როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2021 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა.
როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, გლობალურ „ომის პარტიას“ სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. საქართველოს მაგალითზე კარგად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება.“
საერთაშიროსო alia.ge