ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის და, ნატო ჩუბინიძე, ტვ “პირველთან” კომენტარში, მწვავე შეფასებებით ეხმაურება ძმის დაპატიმრების ფაქტს:
„[დაპატიმრებას] მე აღვიქვამ შურისძიებად იმიტომ, რომ ამ საქმეში ჩემი ძმა არის მხოლოდ ჟურნალისტი, რომელმაც რესპოდენტისგან (იგულისხმება ლაზარე ჯორბენაძე, რედ.) აიღო ინტერვიუ.
ამ ხელისუფლების მოსვლაში, ასე თუ ისე, ჩემი ძმაც იღებდა მონაწილეობას იმიტომ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ანალოგიურ დევნას განიცდიდა, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა ის, რაც არასოდეს არ მითქვამს და თუ ვიტყოდი ამას, არ მეგონა: სააკაშვილის რეჟიმს არ უკადრებია ის, რაც იკადრა დღევანდელმა ხელისუფლებამ… სამარცხვინო ფაქტია…”, – განაცხადა ნატო ჩუბინიძემ.
paraleli პოლიტიკა