საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილისა და როლის განსაზღვრაზე აკეთებს აქცენტს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“ჩვენი ქვეყნის გარშემო, ახლო თუ შორეულ საზღვარგარეთში მიმდინარე თუ მოსალოდნელი პროცესები და ტენდენციები, საქართველოს წინაშე აყენებს, და მომავალში კიდევ უფრო მწვავედ დააყენებს ერთ მნიშვნელოვან საკითხს. კერძოდ, სად გადის ჩვენი სტრატეგიული ავტონომიის ზღვრები და შესაძლებლობები რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან და დასავლეთთან მიმართებაში.
თუ რამეზე უნდა გაიმართოს ის ტრადიციული ტელედებატები, რომელიც უკვე ჩვენი პოლიტკულტურის ნაწილი ხდება, სწორედ ამ თემაზე და არაერთხელ“, – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.
paraleli პოლიტიკა