საბა ბუაძე: მინდა გითხრათ, რომ სრულად დავტოვე “ლელო”

19 hours ago 2

პარტის “ლელო”-ს დატოვებასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს, საბა ბუაძე:

მეგობრებო,
როგორც იცით, 5 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება “ლელოში” პარტიული თანამდებობების დატოვების შესახებ და რიგით წევრად დავრჩი იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი საპატიმროს არ დატოვებდნენ (ცხადია რიგით წევრად დარჩენა სიმბოლური იყო).

დღეს უკვე მამუკა და ბადრი თავისუფლები არიან, შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ სრულად დავტოვე “ლელო”.

მინდა მადლობა გადავუხადო მამუკას, ბადრის და სხვა ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 6 წლის წინ დავაფუძნეთ ლელო. ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, “ლელოში” ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

რათქმაუნდა, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს“, – წერს საბა ბუაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა