საბა საზონოვის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა - სასწრაფო ინფორმაცია

10 hours ago 4

GEO TEAM-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ხეტაფეს და ტორინოს შორის შეთანხმების მიუხედავად, ამ მომენტისთვის ესპანურ გუნდს ფეხბურთელის რეგისტრაციისთვის საჭირო ნებართვა ლა ლიგის ფინანსური წესების გამო არ აქვს.

შეთანხმება შედგა კლუბებს შორის, ფეხბურთელს შორის. საბა საზონოვმა სამედიცინო შემოწმება ახალი კლუბისთვის ტურინში გაიარა, თუმცა ფეხბურთელი კვლავ იტალიაშია და მოლოდინის რეჟიმშია!

როგორც შევიტყვეთ, ხეტაფე დღის ბოლომდე კრისტალ პალასისგან სატრანსფერო თანხის მიღებას ელოდება, რის შემდეგაც კლუბს საბა საზონოვის დარეგისტრირება შეეძლება.

საბა საზონოვის წარმომადგენლები ახლა ხეტაფეს ოფისში იმყოფებიან და კლუბთან ერთად ტრანსფერის დასახურად გამოსავალს ეძებენ.

სრულად წაკითხვა