საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელი პროცესზე პოლიციელ ქმართან ერთად მივიდა

4 hours ago 4

საბა სხვიტარძის საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი  სასამართლოში ჩვენების მისაცემად პოლიციელ ქმართან და ქმრის მეგობარ სამართალდამცველებთან ერთად მივიდა.

ედიშერაშვილის ქმარი, ვაზისუბნის პოლიციის უფროსი  ზუკი პაპიაშვილია. მან “პირველების” არცერთ კითხვას არ უპასუხა.

გამომძიებელი ქალი, რომელსაც სხვიტარძე წამების თანამონაწილედ ასახელებს, პოლიციის კორდონით შენობაში შეაცილეს, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში შეიყვანეს.

ედიშერაშვილის ის გამომძებელია, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს.

პროცესზე მისულმა ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციელი მირიან ქავთარაძე.

სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სხდომათა დარბაზიდან ხმაური მოჰყვა. მოწმე ედიშერაშვილი პოლიციის კორდონით გამოაცილეს, მის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფდა რამდენიმე სამართალდამცველი, თუმცა ედიშერაშვილს მაინც ეძახეს მონა და მატყუარა. ამის შემდეგ ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით, ერთი ადამიანი მანქანაში ჩატენეს და სავარაუდოდ, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა.

სრულად წაკითხვა