24 წლის ჩეხმა გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მოულოდნელად გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც შეყვარებულმა მუხლი მოიდრიკა და ცოლობა სთხოვა. ინფორმაციას dailymail-ი ბერძნული Mega TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა 5 ივლისს კუნძულ ლევკადაზე მოხდა, სადაც წყვილი ისვენებდა. ახალგაზრდა კაცმა თავის რჩეულს წინასწარმეტყველ ელიას ეკლესიაში სთხოვა ხელი ასეთი მოწიწებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალი ბედნიერი ჩანდა, მყისვე გონება დაკარგა და იატაკზე დაეცა“, – ნათქვამია რეპორტაჟში.
ახალგაზრდა ქალის პარტნიორმა, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკიდან, დაუყოვნებლივ განგაში ატეხა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. არსებული ინფორმაციით, საპატარძალო ლევკადის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი კონტინენტზე – ქალაქ იანინის საავადმყოფოში გადამისამართება გადაწყვიტეს.
პირველადი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას ინსულტის ქვეტიპი, ცერებრული სისხლდენა განუვითარდა.
იგი ამჟამად ხაძიკოსტასის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კრიტიკული.
წინასწარმეტყველ ელიას ეკლესია პოპულარულია წყვილებში, რომლებიც რომანტიკული მომენტებისთვის ადგილს ეძებენ. ის კუნძულის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობს, საიდანაც ფანტასტიკური ხედი იშლება.
მანანა ბანძელაძე