საგა გრძელდება - ნეიმარი ისევ ტრავმირებულია

3 hours ago 2

ნეიმარის სანტოსმა ბოლო შეხვედრა 9 მარტს კორინთეანსთან გამართა, სადაც ბარსელონას და პსჟ-ის ყოფილმა ვარსკვლავმა წუთითაც ვერ ითამაშა.

მოგვიანებით ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მორიგი დაზიანება მიიღო:

საუბედუროდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიგრძენი ტკივილი. ძალიან მსურდა, რომ გუნდს დავხმარებოდი, თუმცა შემდეგ ტესტი ჩავიტარეთ და ტკივილი კვლავ განმეორდა.

- თქვა ნეიმარმა.

33 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ჩემპიონატში გადასვლიდან 7 შეხვედრა გამართა, რა დროშიც მან 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

სრულად წაკითხვა