პარიზული გრანდის ქომაგები ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალის წინ მოუთმენლად ელიან უსმან დემბელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო პასუხს. ფრანგმა შემტევმა გასულ ტურში „სტრასბურგთან“ გამართულ მატჩში მონაწილეობა არ მიიღო, რაც გარკვეული ეჭვების საფუძველი გახდა.
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დემბელე მატჩის განაცხადში არც შეიყვანა და ის პარიზში დარჩა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელმა გუშინ ინდივიდუალურად, ტრენაჟორებზე ივარჯიშა, თუმცა დღეისთვის დაგეგმილია მისი მონაწილეობა სრული დატვირთვით ვარჯიშში, რაც იმედს აჩენს, რომ ოთხშაბათს, ლონდონში, პსჟ დემბელეს სრულფასოვნად გამოიყენებს.

პსჟ-სთვის „არსენალთან“ მოახლოებული დაპირისპირება გადამწყვეტი იქნება სეზონისთვის, და გუნდის თითოეული მოთამაშის ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.