„საგვარეულო კარმის ტრანსფორმაცია”

3 days ago 2

რას ნიშნავს საგვარეულო კარმა, როგორ მოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე და შესაძლებელია თუ არა მისი ტრანსფორმაცია?

იცით თუ არა, რომ წინაპრების პატივისცემით, მათთვის მადლიერების გამოხატვით ჩვენ მათგან ვიღებთ ენერგიას და შეგვიძლია ცხოვრების შეცვლა? ოჯახის ველში, თითოეულ ადამიანს თავისი წვლილი შეაქვს. ჩვენ ვართ იმ ოჯახის ნაწილი, რომელშიც დავიბადეთ.

საგვარეულო კარმა არის წინაპართა დაუმთავრებელი გამოცდილებების, ტრავმის, დესტრუქციული პროგრამების, სიყვარულის და მადლიერების ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ხშირად, ჩვენ საკუთარ ცხოვრებაში ვაცოცხლებთ იმ სცენარებს, რომლებიც არ ეკუთვნის ჩვენს ბიოგრაფიას, ეს სწორედ საგვარეულო კარმის გამოხატულებაა.

კარმა, როგორც უნივერსალური კანონი, განსაზღვრავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, რასაც ვგრძნობთ, ვფიქრობთ ან ვაკეთებთ. კარმა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური, არსებობს როგორც ინდივიდუალური, ისე საგვარეულო, კოლექტიური და სულიერი კარმა.

საგვარეულო კარმა ეფუძნება იდეას, რომ:

  • წარსულში არსებული დაუმუშავებელი ტკივილები, მაგალითად, ომი, ძალადობა, სიღარიბე, ან ოჯახური ტრავმები, თუ არ იქნა გაცნობიერებული და გამოხატული, იმახსოვრებს საგვარეულოს ენერგეტიკული ველი და შემდეგ თაობებს უბრუნებს ამ ტრავმას განსხვავებული ფორმით.
  • ოჯახურ სისტემაში არსებობს ლოიალობა წინაპრებისადმი, რომელიც ხშირად არაცნობიერია. ეს ლოიალობა გვიბიძგებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი, დავიკაოთ  მათ ადგილი, რომ „შევავსოთ“ მათი სიცარიელეები.
  • ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად  იმეორებენ თავიანთი წინაპრების ბედს: ავადმყოფობას, ფინანსურ სირთულეებს, მარტოობას ან ტრავმულ ურთიერთობებს –  არა იმიტომ, რომ ასე სურთ, არამედ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად უნდათ დარჩნენ საგვარეულოს ერთგულები, ეს ლოიალურობა ხშირად გამოიხატება ფრაზაში: მირჩევნია მეც ისე ვიყო, როგორც ბებია, რომ მას არ ვუღალატო.”.
  • თუ საგვარეულოში იყო ტრავმა (მაგ. ომი, შიმშილი, გაუპატიურება, გაუჩინარება, ემიგრაცია და ა.შ), ეს ტკივილი შეიძლება გადავიდეს  მომდევნო თაობებზე, როგორც ემოციური მუხტი ან დაბლოკილი ენერგია.
  • თუ საგვარეულოში დომინირებდა ერთი და იგივე ქცევის მოდელი (მაგ. მსხვერპლის როლი, თვითგვემა, ძალადობა, ფინანსური სიღარიბე) და ამაზე არავის მიუქცევია ყურადღება, ეს პროგრამები რჩება ოჯახის ენერგეტიკულ ველში. ეს კარმული ციკლი სრულდება მხოლოდ მაშინ, როცა შთამომავალი აცნობიერებს ამას და იღებს გადაწყვეტილებას ოჯახის ველის გაწმენდაზე.
  • საგვარეულო კარმის ამოცნობა და ტრანსფორმაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა სულიერი ამოცანა. ადამიანი ხდება „საგვარეულო ველის გამწმენდი“, რომელიც წყვეტს დაუსრულებელ კარმულ ციკლს და გზას უხსნის მომავალ თაობებს.
  • ოჯახის კარმის გასაწმენდად გამოიყენება: წინაპრებისადმი მადლიერების გამოხატვა, სისტემური განლაგების მიხედვით ინდივიდუალური სესიის ჩატარება, მედიატიური ან რიტუალური კავშირი საგვარეულოსთან, არქეტიპულ პროგრამებთან მუშაობა და სხვა.

როგორ ვლინდება საგვარეულო კარმა?

  1. განმეორებადი სცენარები: მსგავსი ტრაგედიები, ავადმყოფობები, დამოკიდებულებები, მიჯაჭვულობები ან ურთიერთობებში პრობლემები.
  2. ოჯახური ტკივილის გაზიარება: წინაპრების ტანჯვის არაცნობიერი გადატანა საკუთარ ცხოვრებაში.
  3. გენეტიკური და მემკვიდრეობითი დაავადებები: დაკავშირებულია მემკვიდრეობით გენეტიკურ კოდთან; ენერგეტიკულ და ქვეცნობიერ პროგრამებთან,  რომლებიც საგვარეულოს ველში იმყოფება.
  4. ურთიერთობების დისჰარმონია: ტოქსიკური ურთიერთობები, განმეორებითი ღალატი ან მარტოობა.
  5. ფინანსური ბლოკები: მემკვიდრეობითი სიღარიბე, ფულის დაკარგვის შიში ან დანაშაულის გრძნობა წარმატების გამო.
  6. დანაშაულისა და სირცხვილის  გრძნობა: ბედნიერების “აკრძალვა” და საკუთარ თავზე ტვირთის აღება.
  7. საკუთარი ადგილის ვერ პოვნა:გაურკვეველი გრძნობა, თითქოს ვიღაცის ცხოვრებით ცხოვრობ და არ ენდობი საკუთარ თავს.

გაიტერესებს?

  • რა არის საგვარეულო კარმა და როგორ მოქმედებს ის, როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე;
  • როგორ გადაეცემა კარმული კვანძები თაობიდან თაობას – როგორ იღებს სული მონაწილეობას წინაპართა ისტორიების განკურნებაში;
  • კარმის პოზიტიურ და ნეგატიურ ფორმები;
  • რა როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში პირად პასუხისმგებლობას და როგორ ხდება კარმის ტრანსფორმაცია ცნობიერების გაფართოვებით;
  • კარმული პროგრამები – დანაკარგი, უარყოფა, მსხვერპლი, სიყვარულზე უარის თქმა, ფინანსური ბლოკები, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა.
  • სისტემური განლაგებების როლი კარმული კვანძების ამოცნობასა და გათავისუფლებაში;

გაიარე რეგისტრაცია და მიიღე დეტალური ინფორმაცია საგვარეულო კარმის შესახებ.

დარეგისტრირდი აქ: https://shorturl.at/E9OcE

ვებინარზე დაგხვდება ენერგეტიკულად ძლიერი პრაქტიკა

„კვანტურ ველში დედის და მამის საგვარეულო სისტემასთან დაკავშირება და საგვარეულო ენერგიის მიღება“.

სრულად წაკითხვა