“სავარაუდოდ, აქვს ტვინის შერყევა, ველოდებით დამატებით კვლევებს” – გუშინ რუსთაველის გამზირზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილის ადვოკატი

2 hours ago 3

“სავარაუდოდ, აქვს ტვინის შერყევა, ველოდებით დამატებით კვლევებს” – ამის შესახებ გუშინ რუსთაველის გამზირზე ძალადობით დაკავებული გია ჯვარშეიშვილის ადვოკატი, ილონა დიასამიძე აცხადებს.

“ოფიციალური შედეგების მიხევდით, გია ჯვარშეიშვილის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, დაახლოებით, დილის 4 საათისთვის. დღეის მდგომარეობით გვაქვს სიახლეები, გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ აქვს ე.წ. ტვინის შერყევა, ამიტომ ველოდებით დამატებით კვლევებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე, ისევ რჩევა საავადმყოფოში, არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ის ისევ არის დაკავებული. პოლიცია არ იღებს გადაწყვეტილებას ე.წ. ხელწერილით გათავისუფლების თაობაზე” – განაცხადა მან.

სრულად წაკითხვა