სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი Facebook-ზე მედიის გვერდის წაშლას მათ ბოლო ჟურნალისტური გამოძიებას უკავშირებს, რომელიც საქართველოში მოქმედ ქოლცენტრებს ეხება.
ქოლცენტრების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება დღეს გამოქვეყნებულიყო.
„ეს არის მესამე შემოტევა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს შემოტევა უკავშირდება ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შინაარსს. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ეხება [ჟურნალისტური გამოძიება], ახალი მეთოდები ისწავლეს ჩვენთან ბრძოლის და გამკლავების…
მალე უნდა დაიდოს სკამერებთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება. უკვე დადებული იყო ანონსი და სავარაუდოდ, ეს მესამე შემოტევა მაგას უკავშირდება“, – განაცხადა ნინო ზურიაშვილმა „ტვ პირველთან“.
Facebook-ზე აღარ იძებნება საგამოძიებო მედია „მონიტორის“ გვერდი. ჟურნალისტ მარი დუდუნიას მიერ გამოქვეყნებულ „სქრინზე“ ჩანს, რომ Meta მათ ედავება „საავტორო უფლებების დარღვევას“. მედია „ქოფირაითინგის“ წესების დარღვევას გამორიცხავს.
მარი დუდუნია აღნიშნავს, რომ დაახლოებით თვე-ნახევარია მათ წინააღმდეგ აქტიური შეტევა მიმდინარეობს, ჯერ დაიბლოკა ერთი კონკრეტული ვიდეო FB-ზე, იგივე დროს დაიბლოკა ერთი გამოძიება YouTube-ზე, ერთი კვირის წინ, მთლიანად YouTube გვერდი, რომელიც გასაჩივრების შემდეგ აღდგა.
იხილეთ ასევე:

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·