სავსე ქართველებით - როგორია ერთა ლიგის ტურის სიმბოლური გუნდი?

1 week ago 6

საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი whoscored-ს მიერ დასახელებულ ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გიორგი მიქაუტაძე (9,2), გიორგი ჩაკვეტაძე (8,1), ოთარ კიტეიშვილი (8,2), ანზორ მექვაბიშვილი (8,0) და ხვიჩა კვარაცხელია (10.0) - ეს იმ ქართველ მოთამაშეთა ჩამონათვალია, რომელიც პორტალის რჩეულთა თერთმეტეულში მოხვდნენ.

"კვარას" პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრებში მონაწილე ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შეფასება, 10,0, აქვს და ტურის საუკეთესო მოთამაშეა, ხოლო მის შემდეგ ადგილს მიქაუტაძე იკავებს.

სრულად წაკითხვა