“საზმაუ “ოცნების” გაძლიერებას უწყობს ხელს” – პირველ არხთან პროტესტია

15 hours ago 2

6

რუსთაველის გამზირის გარდა, პროტესტის კერა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც არის – ამ წუთებში ევროპული მომავლის მცველები პირველ არხთან არიან შეკრებილები და ხალხისთვის ეთერების დათმობას მოითხოვენ.

ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა “ქართული ოცნების” პროპაგანდას ავრცელებს, სწორედ ამიტომ პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანები სიცრუის ტირაჟირებაზე პასუხისმგებელი პირების, თინათინ ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

ჩვენ ვიკრიბებით 30 ნოემბრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ვაპროტესტებთ ამ არხის მავნებლურ, პროპაგანდისტულ პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა, რაც ხელს უწყობს ხელისუფლების გაძლიერებას და ძალაუფლებაში დარჩენას, ხელს კი უშლის პროტესტს. დეზინფორმაციით და ტყუილებით ავსებს ჩვენს მოსახლეობას. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არხი ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, ზუსტად მაგიტომ შევიკრიბეთ აქ და გავაგრძელებთ იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ”, – ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

სრულად წაკითხვა