WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“საზოგადოებამ უკვე გაიაზრა, რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოთხოვნა – დაემხობა ბიძინა და გაიმარჯვებს ხალხი” – ანა კობახიძე

გასული საუკუნის 30-იანი წლების მძიმე ფაქტებს იხსენებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა კობახიძე და დღევანდელ რეალობასთან ავლებს პარალელს:

„ხალხის მტერი“, „უცხოეთის აგენტი“, „მოღალატე“ – 1930-იან წლებში ადამიანის განადგურება სწორედ ამ სიტყვებით იწყებოდა. ჯერ იარლიყი, შემდეგ საზოგადოებისგან გარიყვა და ბოლოს სასჯელი.

ასე გამოაცხადეს „ბურჟუაზიულ ნაციონალისტებად“ და „უცხოეთის აგენტებად“ ქართველი ინტელიგენციის მთელი თაობა. 1937 წელს დახვრიტეს ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბრალდება ყოველთვის ერთი იყო: ჯაშუშობა, დივერსია, უცხოეთის ძალების სამსახური. მტკიცებულებები ხშირად არც არსებობდა საკმარისი იყო, ვინმესთვის „აგენტის“ იარლიყი მიეკერებინათ.

და დღეს რას ვხედავთ?

ქოც დეპუტატები დამწკრივებულან და გაიძახიან: „საქართველო აგენტურის გარეშე!“🤣

როგორც ჩანს, ბიძინას ძალიან ეტკინა ჩვენი კამპანია „საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ –
ეს ფრაზა განსაკუთრებით აღიზიანებთ.

და იცით, რა არის ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი? საზოგადოებამ უკვე გაიაზრა, რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოთხოვნა. დაემხობა ბიძინა და გაიმარჯვებს ხალხი 🇬🇪“, – წერს ანა კობახიძე სოციალურ ქსელში.

“საზოგადოებამ უკვე გაიაზრა, რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოთხოვნა – დაემხობა ბიძინა და გაიმარჯვებს ხალხი” – ანა კობახიძე
პარალელი