WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დეკანოიძე, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დღეს დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, მოითხოვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მოწმის სახით.

"ვინადან, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები, არის ერთი ადამიანი და ვინაიდან ამ ადამინის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითრების ფონზე საქარველოს დაახლოება [რუსეთთან] ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, დაიკიხონ შემდეგი ადამიანები, პირველად ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს", - თქვა ხატია დეკანოიძემ

მოსამართლე, რევაზ ნადარიამ მას მიმართა შეკითხვით რა გარემოებბს დაადასტურებდა ბიძინა ივანიშვილი

"სარჩელთან დაკავშირებით, რა გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრებს?", - იკითხა მოსამართლემ,

ხატია დეკანოიძის რეპლიკაძე "მაცალეთ", მოსამართლე ნადარაიმ უპასუხა, რომ "ვერ აცდიდა".

ხატია დეკანოიძემ განაგრძო, რომ მას აინტერესებს "რა ელის საქართველოს, როდესაც ყველა პროდასავლური პარტიის აკრძავას აპირებს ბიძინა ივანიშვილი" და ამიტომ სურს მისი მოწმის სახით ამოძახება. მისი განცხადებით, სხვა პირების გამოძახების შუამდგომლობაც ჰქონდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ხატია დეკანოიძეს მიუთითა, რომ მის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების გაგრძელების შემთხვევაში სხდომას დაატოვებინებდა და უთხრა, რომ სიტყვას აწყვეტინებდა.

"გაფრთხილების შემდეგ, სასამართლოს აქვს უფლება, გააძევოს სხოდმის დარბაზიდან მათ შორის წარმომადგენელი", - თქვა ნადარაიამ,

ხატია დეკანოიძე: "რატომ რუსეთზე რომ ვლაპარაკობ?"

რევაზ ნადარაია: "რა შუაშია, ნუ მანიპულირებთ ამ რუსეთით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, ერთი წინადადებაც ვერ გავიგე სამართლებრივი დასაბუთება, რის გამო აპირებთ მოწმის სახით პიროვნების მოყვანას", - თქვა მოსამართლემ და განმარტა, რომ არაერთ გაფრთხილების მიუხედავად, ვინაიდან არ ემორჩილენა სასამართლოს სხოდმის განკარგულების მითიღებებს, ის [ხატია დეკანოიძე] გაძევებულია სასამართლოს სხდომის დარბაზიდან"

ხატია დეკანოიძე შუამდგომლობის დასრულების ნებას ითხოვდა, თუმცა მოსამარლემ მანდატურს მიმართა დაეტოვებინათ ხატია დეკანოიძისთვის სხდომის დარბაზი და უპასუხა, რომ "თუ შაუმდგომლობის დაყენებაზე დარდობს, სხვა დააყენებს შუამდგომლობას" და "ნუ იქცევით ისე როგორც არ უნდა იქცეოდეთ სასამარლო დარბაზში",- თქვა მოსამართლემ

ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმამადგენლებმა ზაზა ბიბილაშვილმა და ანი წითლიძემაც დააყანეს, თუმცა შუამდგომალობა არ დაკმაყოფილდა.

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა. სხდომები დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც, 22 და 23 ოქტომბერს.

კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.