საკონსტიტუციოს მოსამართლე იმერლიშვილი ვადაზე ადრე ტოვებს სასამართლოს

9 hours ago 3

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი ვადაზე ადრე ტოვებს პოსტს.

იმერლიშვილი, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბრიდან არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 20 ოქტომბრიდან დატოვებს პოსტს.

ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრი ავრცელებს.

უწყების თანახმად, იმერლიშვილი პოსტს ტოვებს „საკუთარი განცხადების საფუძველზე“.

ამავე წყაროს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას უკვე გამოცემული აქვს შესაბამისი განკარგულება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - წერს სასამართლო.

„ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით.

ირინე იმერლიშვილმა 2024 წელს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენს, - რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა; მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა სასამართლოს პოზიციას, არ მიეღო წარმოებაში არჩევნების შესახებ ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები.

სრულად წაკითხვა