WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტსტთან ერთად 28 ნოემბრის აქციის ბანერს აქვეყნებს კოალიცია ცვლილებების თვის” ერთ-ერთი ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი – “ქალი ევროკავშირის დროშით”, ნანა მალაშხია და საზოგადოებას აქციაზე იწვევს:

“ბევრისგან მსმენია, გამოვალ მაშინ, როდესაც მუხტს ვიგრძნობ, როდესაც დავინახავ საკუთარ მნიშვნელობას ცვლილებების მოტანაში, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგება.

განა არ მჯერა მათი? მჯერა, იმდენი ვიქნებით, წავლეკავთ რეჟიმს! ოღონდ აქ ერთი „მაგრამ“ არის. ეს გადამწყვეტი მომენტი ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. საკუთარი მნიშვნელობა ცვლილებებისთვის ყველამ ერთად უნდა დავინახოთ. ეს მუხტი ყველამ ერთად უნდა მოვიტანოთ. ეს ცეცხლი ყველამ ერთად უნდა დავანთოთ.

გადამწყვეტი მომენტი თავისით არ დგება. მოდი“, – წერს ნანა მალაშხია.