WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარლამენტის ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი, იურისტი ირაკლი აბესაძე წყალტუბოში 10 სანატორიუმის გასაყიდად ჩატარებული აუქციონების შედეგებიდან გამომდინარე კონკრეტულ დასკვნებს და მინიშნებებს აკეთებს:

“❗️ წყალტუბოში 10 სანატორიუმის გასაყიდად აუქციონები არ შედგა (არავინ გამოხატა ინტერესი).

❗️ იყიდებოდა ჯამურად 433,309 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები (მათზე მდგომი შენობებით) 49,318,000 ლარად.

❗️ რეჟიმის მტკიცებით ამ აყვავებულ ეკონომიკაში, რომ 10 აუქციონიდან არცერთი შედგა, ბევრი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა:

  • სინამდვილეში ამ ქვეყანაში არც ადგილობრივ და არც უცხოელ ინვესტორს მსხვილი კაპიტალდაბანდების ინტერესი არ აქვს (არ ვგულისხმობ მაფიოზურ/კორუფციულ გარიგებებს);
  • ამასთან ერთად, როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრულიცაა, ვინ უნდა ჩაიგდოს ხელში ეს ქონება, შესაბამისად არაა გამორიცხული, პირველი აუქციონები მიზანმიმართულად ჩააგდეს, რომ შემდეგ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 50%-ით შემცირებული ფასით გამოვიდეს აუქციონზე და შემდეგზე კიდე უფრო მეტად შეამცირონ ანუ არც ეს 49 მილიონი გადაიხადონ ბიუჯეტში, რაც ერთი შეხედვით ისედაც საკმაოდ დაბალი ფასი ჩანს ამ ქონებისთვის.

❗️ ზუსტად ამ სქემით ჩაიგდეს ხელში თბილისში, რიყის დოქები და 15,000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი 96 მილიონი ლარის ნაცვლად 10 მილიონ ლარად და შემდეგ ამ 10 მილიონი ლარის დიდი ნაწილი რიყის დოქების დაშლის შემდეგ მიღებული მასალების რეალიზაციით ამოიღეს.

საბოლოოდ გამოვიდა, რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად უფასოდ გააჩუქა ეს ტერიტორია!” – წერს ირაკლი აბესაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.