სალმონელა საქართველოში! — გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილ ქათმის ხორცში და ბატატში სერიოზული დარღვევები გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოში საგანგაშო დარღვევები გამოვლინდა გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცსა და ტკბილ კარტოფილში (ბატატი).
რა მოხდა?
1. ქათმის გაყინული ხორცი — სალმონელა!
• შემოწმდა 27 000 კგ პროდუქტი,
• ლაბორატორიული ანალიზით გამოვლინდა სასიკვდილო ბაქტერია — სალმონელა,
• საქონელი გაბრუნდა ექსპორტიორ ქვეყნებში, თუმცა აღნიშნული პარტიის ნაწილი შესაძლოა ბაზარზე უკვე მოხვედრილი ყოფილიყო.
2. ტკბილი კარტოფილი (ბატატი)
• შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტვირთის 70% იყო საკვებად უვარგისი,
• პროდუქტი სრულად განადგურდა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელმა იგი ვერ იყიდა — მაგრამ როგორ მოხვდა საერთოდ საზღვრამდე?
სალმონელა — რა უნდა ვიცოდეთ?
სალმონელა რის პათოგენური ბაქტერია, რომელიც იწვევს მძიმე ინტოქსიკაციას:
- მაღალი სიცხე
- დიარეა
- პირღებინება
- დეჰიდრატაცია და ზოგჯერ სიკვდილიც
• განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის — ეს არის სისტემური სიგნალი!
საქართველოში სურსათის უსაფრთხოების ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს და გახდეს გამჭვირვალე.
ჩვენ, როგორც მომხმარებლები, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რას ვჭამთ და საიდან მოდის ეს პროდუქტი.
საგანგაშოა, რომ ასეთი პროდუქტი საერთოდ მიუახლოვდა ქართულ ბაზარს.
გაფრთხილება უნდა გახდეს წესად, არა გამონაკლისად.“
რა უნდა გავაკეთოთ?
• ყურადღებით შეამოწმეთ გაყინული ქათმის წარმოშობის ქვეყანა – თუ გიწერია გერმანია ან ეგვიპტე, არ შეიძინოთ ამ ეტაპზე!
• საკვების მომზადებამდე დაიცავით ჰიგიენა და სითბური დამუშავება,
• საეჭვო პროდუქტის შეძენისას მიმართეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზს 1501
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – სურსათის უსაფრთხოება და ჯანდაცვის რჩევები: www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს წევრი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.