საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ჩამოსულ პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვის აქცია-პერფორმანსს ზაარბრიუკერის ხიდზე შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად არიან მისი ოჯახის წევრებიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ერთობის ჯაჭვი პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებმა და მხარდამჭერებმა დაგეგმეს, ქართული ოცნების გადაწყვეტილებიდან - შეწყვიტოს ევროპასთან დაახლოების პროცესი - ერთი თვის თავზე. „ერთობის ჯაჭვს" ორი მოთხოვნა აქვს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.
ცოცხალი ჯაჭვი თბილისის გარდა, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქშია დაგეგმილი. დედაქალაქში ადამიანები ცოცხალ ჯაჭვში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე ტერიტორიაზე მანძილზე ჩაებმებიან. ჯაჭვს სხვადასხვა ლოკაციაზე უერთდებიან პოლიტიკოსებიც.