“სამართლიანი პასუხია” – უკრაინის მორიგი თავდასხმა რუსეთის სამხედრო და ნავთობის მრეწველობის ობიექტებზე

2 hours ago 2

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციას ავრცელებს გასულ ღამეს, უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმების შესახებ. მისი ინფორმაციით, ამჯერად უკრაინის სპეციალური ოპერაციების სამსახურის სამიზნე იყო ყირიმის ხიდი. უფრო ზუსტად – ხიდის ორივე მხარეს არსებული სამხედრო, ლოჯისტიკური და ნავთობის მრეწველობის ობიექტები.

“ყველაფერი ეს არის სამართლიანი პასუხი რუსეთის სასტიკ თავდასხმებზე. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უპილოტო სისტემების ძალებს, უკრაინის დაზვერვასა და სპეციალური ოპერაციების სამსახურის სამხედროებს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე შესრულებული წარმატებული სამუშაოსთვის.

მათ დარტყმა მიაყენეს ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებს: საზღვაო ლოისტიკას, რომელიც გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის კრასნოდარის მხარეში. ასევე, ნავთობის საწყობს დროებით ოკუპირებულ ქერჩში […] მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეომრის სიზუსტისა და პროფესიონალიზმისთვის.

რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის, ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სამხედრო შესაძლებლობები კი ნამდვილად მშვიდობას ემსახურება. დიდება უკრაინას!” – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

Last night, our long-range sanctions targeted the occupiers’ military logistics, oil industry, and air defense. All of this is a just response to Russia’s brutal attacks against our people. I thank the warriors of the Security Service of Ukraine, the Unmanned Systems Forces, the… pic.twitter.com/90APquETQT

— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 21, 2026

სრულად წაკითხვა