ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შემდეგ, საჩემპიონო ზეიმის ფარგლებში, პსჟ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეზიდენციას ესტუმრა, სადაც ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას ჩემპიონთა ლიგის თასი წარუდგინა.
ემანუელ მაკრონმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კლუბის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტს ხვიჩას გვარის წარმოთქმა გაუჭირდა და ხუმრობით თქვა, რომ პარიზულმა გუნდმა "სამი ფილტვის მქონე ფეხბურთელი დაიმატა".