სამტრედიის სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა ინფორმაციას მეგა ტვ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
,,მიკროავტობუსი შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ შუაზე გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”, – ეუბნება თვითმხილველი გამოცემას.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·