რეგიონული მედია „მთავარი ამბების“ ცნობით, სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო, ინფექცია განუვითარდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
„წყაროს ინფორმაციით, მოსწავლე სპორტდარბაზში სხვა ბავშვს მისდევდა, რა დროსაც სპორტდარბაზის კარი მიიხურა და კარზე დამაგრებული ლურსმანი მოზარდს გულ-მკერდის არეში გამოედო. მოგვიანებით მოსწავლეს ინფექცია განუვითარდა, რის გამოც ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს“, — წერს „მთავარი ამბები“.
გამოცემის ცნობით, ფაქტს სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ. რესურსცენტრის განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს. სპორტდარბაზის კარზე დამაგრებული ლურსმანი ადმინისტრაციამ შემთხვევისთანავე ამოიღო.
netgazeti