ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ქალიშვილი, ლიზა ჩიჩუა ტელეწამყვანის და ბიზნესმენის ირაკლი მაქაცარიას მეუღლეა.
წყვილს 2 შვილი ჰყავთ.
ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურია, ის გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად ლიზა ჩიჩუა სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს:
ერთ-ერთი კითხვა ჩვილის კვებას ეხებოდა, რომელზეც ლიზამ გამომწერებს ვრცელი პასუხი გასცა:
"სამშობიაროდან გამოსვლის დღიდან ვყინავ რძეს და დიდი მარაგი მაქვს საბედნიეროდ. როდესაც არ ვარ ქალაქში ან დღის მანძილზე გასული ვარ, მაინც ბუნებრივ კვებაზეა ნინა. ასე იყო გიოც, ამიტომ რა ვიცი მე გირჩევთ ამ მეთოდს. გაყინვისას რძის შემადგენლობა არ იცვლება, მთავარია დაიცვათ წესები შენახვის და გალღობის აპრობირებული მეთოდია მთელ მსოფლიოში" – წერს ლიზა ჩიჩუა.