"თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა "იმედს“ განუცხადა.
- ვარლამ ლიპარტელიანი ინფორმაციას, თითქოს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გახარიასა და "ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ისიც ადგილზე იმყოფებოდა, სპეკულაციას უწოდებს.
"რატომ გაჩნდა ჩემი სახელი, წარმოდგენა არ მაქვს. ეგრე იმასაც ამბობდნენ, "იმედი“ იტყუება, გახარიას არ დაუწყია ფიზიკური ძალადობა, თავს დაესხნენო. ფაქტია, ბათუმში ბოლოს ჩვენი ნაკრების თამაში რომ იყო, მაშინ ვიყავი, იმის მერე არ ვყოფილვარ“, - აცხადებს ლიპარტელიანი.
წყარო: ambebi.ge