16.06.202616.06.2026
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” მზადაა ევროკავშირთან დიალოგის განსაახლებლად, მათ შორის, რუსული კანონის შესახებ ისაუბროს. სამხარაძის ამ განცხადებას პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
სამხარაძე ლუქსემბურგში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით იმყოფებოდა. როგორც თქვა, შეხვდა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო სა თავდაცვის კომიტეტის წევრებსა და თავმჯდომარეებს. სამხარაძის თქმით, ისაუბრეს ორმხვივ ურთიერთობებზე როგორც ქვეყნებს შორის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
უფრო მეტიც, სამხარაძის თქმით, ქართულმა ხმარემ თავად სთხოვა ლუქსემბურგელ კოლეგებს, განახლდეს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
“ახლახანს დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენნტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან კომიტეტის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს. ასევე, უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ეკონომიკურ პროგრესს.
ლუქსემბურგის პარლამენტარებს ჰქონდათ კითხვები სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში; თუ რა როლს თამაშობს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ასევე, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლებაზე.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დიდი ინტერესი გამოიწვია. იმიტომ, რომ ბევრი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას. ლუქსემბურგის პარლამენტი შედარებით მცირერიცხოვანია და ათზე მეტი წევრი იყო ამ შეხვედრაზე. ესეც ნათლად აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს.
დღეს, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქაც, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, გამჭვირვალობის კანონს. ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·