სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობის ცვლილება რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო გაწევრიანებასთან კავშირში არ არის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა RBC-სთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა “სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთის შემადგენლობაში მისი შესაძლო ინტეგრაციის პროცესს უკავშირდებოდეს”, პესკოვმა მოკლე პასუხი გასცა:
„არა, არ შეიძლება.“
ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს [ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე] რუსეთის მოქალაქე, მარატ კალამბოვი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ცვლილებები ცხინვალის პოლიტიკაში მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოსკოვმა და ცხინვალმა 9 მაისს “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება” გააფორმეს. ამ ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება რუსეთის მოქალქეებსაც შეუძლიათ.
ცხინვალის პოლიტიკურ წრეებში არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კამბოლოვის წინამორბედი ალან გაგლოევი და მისი გუნდი კრემლმა ფინანსურ ნაწილში არასაკმარისი ნდობის გამო “მოიშორა” და კრემლში მუშაობა სიმბოლურად შესთავაზა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·