“სანამ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, ჩვენ არ გვიწერია არც სიმშვიდე, არც ნორმალური ცხოვრება და არც ევროკავშირში ინტეგრაცია” – გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილზე

1 week ago 7

ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ქაოსის შეფასებას აძლევს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და ყოველივეში დამნაშავედ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს:

ქვეყანაში არის ქაოსი, სახელმწიფო ინსტიტუციები ფაქტობრივად ჩამოშლილია და ამ ქაოსს აქვს სახელი – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ გვაძლევს ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას.

სანამ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, ჩვენ არ გვიწერია არც სიმშვიდე, არც ნორმალური ცხოვრება და არც ევროკავშირში ინტეგრაცია, არც განვითარება და მუდმივად ამ ქაოსის მსხვერპლი ვიქნებით იმიტომ, რომ მისი და ჩვენ ინტერესი განსხვავდება ერთმანეთისგან. მას უნდა ბევრი ფული აკეთოს და ძალაუფლება მიიტაცოს, ჩვენ გვინდა ნორმალურად და ადამიანურად ვიცხოვროთ, ამ ქვეყანაში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სრულად წაკითხვა