სანამ მოსკოვი იწვის, რუსეთში საწვავის კრიზისი ღრმავდება

1 hour ago 3

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან კვამლი ამოდის 18 ივნისს უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ.დარტყმა მოხდა იმ დროს, როდესაც ოკუპირებული ყირიმისა და დონეცკის ტერიტორიებიდან საწვავის კრიზისმა თავი თავად რუსეთშიც იჩინა.

1 მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან კვამლი ამოდის 18 ივნისს უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ.

დარტყმა მოხდა იმ დროს, როდესაც ოკუპირებული ყირიმისა და დონეცკის ტერიტორიებიდან საწვავის კრიზისმა თავი თავად რუსეთშიც იჩინა.

ავტომობილების მძღოლები დონეცკში, საწვავის რიგში დგანან, 16 ივნისი.რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ათეულობით რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ  ტერიტორიებზე საწვავის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.

2 ავტომობილების მძღოლები დონეცკში, საწვავის რიგში დგანან, 16 ივნისი.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ათეულობით რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.

„ტატნეფტის“ (Tatneft) ბენზინგასამართი სადგური მოსკოვში, 16 ივნისი.რუსულმა ნავთობმწარმოებელმა კომპანიამ ახლახან მთელი რუსეთის მასშტაბით თავის ასობით ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაცემის შეზღუდვა შემოიღო. თითო მყიდველს, ერთჯერადად,  ყველაზე ბევრი 30 ლიტრი ბენზინის შეძენის უფლება აქვს.

3 „ტატნეფტის“ (Tatneft) ბენზინგასამართი სადგური მოსკოვში, 16 ივნისი.

რუსულმა ნავთობმწარმოებელმა კომპანიამ ახლახან მთელი რუსეთის მასშტაბით თავის ასობით ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაცემის შეზღუდვა შემოიღო. თითო მყიდველს, ერთჯერადად, ყველაზე ბევრი 30 ლიტრი ბენზინის შეძენის უფლება აქვს.

მანქანების რიგი ბენზინგასამართ სადგურთან დონეცკში, 16 ივნისი.18 ივნისს, სანამ თავდასხმა მოხდებოდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, აშშ-ში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია Energy Intelligence-ი ვარაუდობდა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად მწყობრიდან იყო გამოსული რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეების დაახლოებით მესამედი. გამოცემის თანახმად, ნავთობის გადამუშავების მოცულობა ქვეყანაში ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

4
მანქანების რიგი ბენზინგასამართ სადგურთან დონეცკში, 16 ივნისი.

18 ივნისს, სანამ თავდასხმა მოხდებოდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, აშშ-ში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია Energy Intelligence-ი ვარაუდობდა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად მწყობრიდან იყო გამოსული რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეების დაახლოებით მესამედი. გამოცემის თანახმად, ნავთობის გადამუშავების მოცულობა ქვეყანაში ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

დაკეტილი ბენზინგასამართი სადგური ევპატორიაში, ყირიმი, 11 ივნისი.რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის მარაგი ფაქტობრივად ამოიწურა უკრაინული „საშუალედო დარტყმების“ (middle strike) კამპანიის ფონზე, რომლის სამიზნეც ნახევარკუნძულზე საწვავის ცისტერნები და სხვა ლოგისტიკური ტექნიკა იყო.

5 დაკეტილი ბენზინგასამართი სადგური ევპატორიაში, ყირიმი, 11 ივნისი.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის მარაგი ფაქტობრივად ამოიწურა უკრაინული „საშუალედო დარტყმების“ (middle strike) კამპანიის ფონზე, რომლის სამიზნეც ნახევარკუნძულზე საწვავის ცისტერნები და სხვა ლოგისტიკური ტექნიკა იყო.

ფეხით მოსიარულეები ჩაუვლიან დაკეტილ ავტოგასამართ სადგურს ევპატორიაში, 11 ივნისი.რუსეთის კრასნოდარის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ ყირიმიდან ჩასული მძღოლები ავზებს რუსეთის ამ რეგიონში ავსებენ და ნახევარკუნძულზე ისე ბრუნდებიან.

6 ფეხით მოსიარულეები ჩაუვლიან დაკეტილ ავტოგასამართ სადგურს ევპატორიაში, 11 ივნისი.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ ყირიმიდან ჩასული მძღოლები ავზებს რუსეთის ამ რეგიონში ავსებენ და ნახევარკუნძულზე ისე ბრუნდებიან.

 „ბოდიში, მიმდინარეობს შეკეთება“. ყაზანის ბენზინგასამართი სადგური, 16 ივნისი.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 ივნისს „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის მასპინძლობისთვის ყაზანში იმყოფებოდა და მოსკოვის დარტყმებზე არაფერი უთქვამს.

7 საწვავის პისტოლეტები წარწერით: „ბოდიში, მიმდინარეობს შეკეთება“. ყაზანის ბენზინგასამართი სადგური, 16 ივნისი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 ივნისს „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის მასპინძლობისთვის ყაზანში იმყოფებოდა და მოსკოვის დარტყმებზე არაფერი უთქვამს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი ASEAN-ის სამიტზე, 18 ივნისი.კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ყაზანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კატეგორიულად არასწორია“ მტკიცება, თითქოს უკრაინის კონფლიქტი კიევის სასარგებლოდ იცვლება.

8 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი ASEAN-ის სამიტზე, 18 ივნისი.

კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ყაზანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კატეგორიულად არასწორია“ მტკიცება, თითქოს უკრაინის კონფლიქტი კიევის სასარგებლოდ იცვლება.

სრულად წაკითხვა