„სანდრა რულოვსმა არ იცოდა, რომ…“ – რა იწერება მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს რომანის შესახებ უცხოურ მედიაში?

2 days ago 4

უკ­რა­ი­ნუ­ლი “ტე­ლეგ­რა­ფი“ საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „არ იცოდა ქმრის უკრაინული რომანის შესახებ“.

“ტე­ლეგ­რაფ­მა” გა­და­წყვი­ტა გა­ერ­კვია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი, სად არის და რას საქ­მი­ა­ნობს ის.

„ქართველ-უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში მხოლოდ ერთხელ იყო. მომავალ მეუღლე სანდრა რულოვსს, რომეცლი წარმოშობით ნიდერლანდებიდანაა, 1993 წელს შეხვდა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში, სადაც ქალი ადამიანის უფლებებზე კურსს კითხულობდა.

2004-13 წლებსი სანდრა საქართველოს პირველი ლედი იყო. Times წერდა, რომ სააკაშვილის ცოლი ის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ქმრის, როგორც ვარდების რევოლუციის არქიტექტორის მოსვლას ხელისუფლებაში“, – ვკითხულობთ სტატიაში.

Facebook გვერდზე დაყრდნობით, სტატიაში ვკითხულობთ, რომ სანდრა ამჟამად, საერთაშორისო ფსიქოონკოლოგიური გაერთიანების (IPOS) წევრია.

„მას შემდეგ, რაც მაგისტრის ხარისხი მიიღო ჯანდაცვის გლობალურ პოლიტიკაში, ქალმა გადადგა კარიერული ნაბიჯი (შეისწავლა ფსიქოლოგია), რამაც ის მიიყვანა კიბოს პაციენტებისთვის ფსიქოლოგიურ კონსულტაციებამდე“, – წერია სტატიაში.

სრულად წაკითხვა