სანდრო გეგეჭკორი: „იმდენად შეუფასებელ განძს ვემსახურები, სიყვარულზე ლაპარაკი მეუხერხულება“ პიანისტი „ბეთჰოვენიადასთვის“ ემზადება

1 day ago 4

 „იმდენად შეუფასებელ განძს ვემსახურები, სიყვარულზე ლაპარაკი მეუხერხულება“„სარკე“

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი, რომელიც მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია და წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა, ახლა საქართველოშია და საფორტეპიანო მუსიკის საღამოსთვის, სახელწოდებით „ბეთჰოვენიადა“, ემზადება.

ჭიათურაში დაბადებულ-გაზრდილი სანდრო 5 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ამბობს, რომ ლიდერობა ბავშვობიდან უყვარდა და ყოველი წარმატება მისთვის ახალი მწვერვალის დასაპყრობად გახსნილი გზაა. „სარკეს“ უამბობს, ბავშვობაში როგორ იგონებდა თამაშებს, სადაც თავად უნდა ყოფილიყო „მთავარი დინოზავრი“ ან იმპერატორი.

სანდრო გეგეჭკორი: საქართველოში ვარ და 10 ნოემბერს სოლო კონცერტს გავმართავ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „ბეთჰოვენიადა“. ასე იმიტომ ეწოდა, რომ კონცერტი დიდ გერმანელ კომპოზიტორს, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს, ეძღვნება და თან ამ კონცერტზე მხოლოდ და მხოლოდ მისი ნაწარმოებები იქნება შესრულებული…

პატრიოტიზმი თუ რაღაც სხვა იღვიძებს, როდესაც საქართველოში წარდგები, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი გაზვიადებული ვიცით, როგორც სიყვარული, ისე სიძულვილი. მაქსიმალისტები ვართ და, როგორც მხარდაჭერა, ისე გადავლა და კრიტიკა ვიცით გადაჭარბებული…

სულ რომ დაგჩაგრონ კონკურსზე, მაინც არ უნდა გაჩერდე, პირიქით, ამან უფრო დიდი სტიმული უნდა მოგცეს ისე, როგორც ჩემი მეგობრის, დავით ხრიკულის, კარიერაში მოხდა ახლა ძალიან პრესტიჟულ შოპენის კონკურსზე. ჩემი აზრით, უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, ასე რომ დაჩაგრეს და პრიზი არ მისცეს…

იმდენად შეუფასებელ განძს ვემსახურები, სიყვარულზე და შეყვარებულობაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულობის გრძნობას მიჩენს… ხელოვანმა უნდა გამოსცადოს მეგობრობაც, სიყვარულიც, თავისუფლების შეგრძნებაც და ყველაფერიც. რუბენშტეინი ამბობდა, თუ პიანისტი მთელი დღე ოთახში ზის და მეცადინეობს, ამ გრძნობებს, რაც ჩამოვთვალეთ, არ შეიგრძნობს, როგორ გამოავლენს შესრულების დროსო.  გამოცდილი გრძნობები უნდა ჩადო შენს შემოქმედებაში და წარუდგინო მსმენელს…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“

სრულად წაკითხვა