სანქცირებული ტვ იმედის მეწილეებმა ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია სონღულაშვილმა საკუთარი 10-10 პროცენტი სიმბოლურ ფასად 100-100 ლარად გაყიდეს. მეწილეებს ჩაეხსნა 50%-იანი წილის მფლობელი შპს „პრაიმ მედია გლობალიც.“
ახალი გადანაწილებით ტელევიზია ოფიციალურად 4 პირს ეკუთვნის:
- მარიამ ლომიძეს,
- ირაკლი ჩიხლაძეს,
- მაია ჩიგოშვილს
- მაგდა ანიკაშვილს.
ისინი თანაბარ 25-25 პროცენტს ფლობენ.
იმედი ირაკლი რუხაძემ თებერვალში, UK-ის მიერ დასანქცირებამდე ორი კვირით ადრე 1000 ლარად გაყიდა.
15 ოქტომბერს კიდევ ერთი სანქცირებული ტელევიზიის 52%-იანი წილი, ასევე 1000 ლარად ვიქტორ ჯაფარიძემაც გაასხვისა.
netgazeti