როგორც მოგეხსენებათ, ალექს პერეირამ UFC-ს წლის საუკეთესო მებრძოლის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელ მებრძოლს ამ ტიტულის მოგებაში ილია თოფურია ეცილებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ალექსმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"წლის საუკეთესო მებრძოლის ტიტულს თოფურიასთან ერთად გავიზიარებდი.
"მან საოცრებები ჩაიდინა. ორივე 2024 წლის საუკეთესო მებრძოლები ვართ", - თქვა ბრაზილიელმა.